პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს მოუწოდებს, რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის მოემზადოს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ ნატოს ქვეყნები რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის  უნდა მოემზადონ.

"მე არ ვაპირებ სპეკულირებას, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი პუტინი ემუქრება სხვა ქვეყნებს, როგორც ის ემუქრებოდა უკრაინას შეჭრამდე, ვეჭვობ, რომ მისი ნდობა შეიძლება და ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის", - განაცხადა სიკორსკიმ.

ჟურნალისტების კითხვაზე, სჯერა თუ არა მას, რომ რუსულ ტანკებს ნატოს საზღვრების გადაკვეთა შეუძლიათ, მინისტრმა უპასუხა: "ახლა ვიწყებთ ნატოს ისტორიაში ყველაზე დიდ წვრთნებს. თუ სწორად მახსოვს, მასში 70 ათასი თუ 90 ათასი სამხედრო მონაწილეობს. სჯობს, რუსეთი არ ეცადოს, რადგან ის წააგებს, უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცის წყალობით, რუსეთმა უკვე დაკარგა თავისი ტანკების ნახევარი და ბევრი სხვა სამხედრო ტექნიკა".

გარდა ამისა, მინისტრმა გააკრიტიკა ევროკავშირი "დაგვიანებული ქმედების ლოგიკით" და მოუწოდა, უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად დაეხმარონ საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებით.

უახლესი ამბები