ეს არის კონკრეტული სახელმწიფოს გადაწყვეტილება. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ეს არის ძალიან არამეგობრული ნაბიჯი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესების საკითხზე “იმედის” ეთერში განაცხადა.
“ეს არის შანტაჟი, რომლის მიზანია, ბიძინა ივანიშვილი როგორმე შემოაბრუნონ პოლიტიკაში და აიძულონ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. უკრაინის ხელისუფლების რიგი წარმომადგენლები ძალისხმევას არ იშურებენ და იმ ურთულეს პერიოდში, რომელიც მათ ქვეყანაში დგას, იცლიან იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული განცხადებები გააკეთონ. ზელენსკის განკარგულება არის სრულიად უსამართლო, არანაირი არგუმენტაცია არ აქვს, ეს კონკრეტული ადამიანები რა ნიშნით, რის საფუძველზე მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ზელენსკის განკარგულება არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ რა მიზნები აწუხებს რიგ პოლიტიკოსებს უკრაინაში იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს გარკვეული დაზიანება და პირდაპირ შანტაჟზე გადმოდიან.
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებს სანქიცები დაწესება. განკარგულებას პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოაწერა ხელი.