აკია ბარბაქაძე - სწორი დისკუსიის შემთხვევაში, დროებით ოკუპირებული ტერიტორიები პრობლემა არ იქნება

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ნატოში მიგვიღებენ, ოღონდ არა ამ პრემიერის და არა ამ ხელისუფლების დროს, -  ამის შესახებ Front News-ს სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას  განუცხადა.

მისი თქმით,  სწორი დისკუსის შემთხვევაში, საქართველოს ნატოში მიღების პერსპექტივა აქვს.

"24 თებერვლის შემდეგ პოლიტიკური კონტექსტი წყვეტს ყველაფერს, მსოფლიოში ახალი წესრიგი მყარდება და ახალი კუთხით უყურებენ ჩვენი ნატო-ელი პარტნიორებიც ამ რეალობას. ასე რომ, არაფერი გამორიცხული არ არის. სწორი დისკუსიის შემთხვევაში, დროებით ოკუპირებული ტერიტორიები პრობლემა არ იქნება. თავის დროზე გაყოფილი გერმანია მიიღეს ნატოში. მთავარია არის პოლიტიკური კონტექსტი და კანდიდატი ქვეყნის მიერ  სწორი აქცენტების გაკეთება. სწორი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ნატოში მიგვიღებენ, ოღონდ არა ამ პრემიერის და არა ამ ხელისუფლების დროს“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთთან ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გარეშე  საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები