ერმაკი - უკრაინაში ომზე პასუხისმგებლობა რუსეთის მთელ მოსახლეობას ეკისრება

აგრესორი ქვეყნის მთელი მოსახლეობა პასუხისმგებელია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

"არ არსებობს კარგი რუსები, ცუდი რუსები. დღეს ისინი ყველანი არიან პასუხისმგებელი. რუსეთის მოსახლეობის 100% არის პასუხისმგებელი უკრაინაში ომზე", - განაცხადა ერმაკმა.

მისივე თქმით, არიან მკვლელები, რომლებმაც სრულად უნდა აგონ პასუხისმგებლობა თავიანთ დანაშაულზე და ასევე არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დუმდნენ და მათი დუმილის წყალობით ომი დაიწყო.

"24 თებერვლის შემდეგ უკვე აღარ არის შესაძლებელი იყო იქაც და იქაც. სამყარო დაყოფილია სიკეთედ და ბოროტებად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც უკრაინის მიწაზე მოდის, იცოდეს, რომ მისი შვილები, მისი მეუღლე, მისი ოჯახი უნდა იყოს აკრძალული პერსონა ცივილიზებულ ქვეყნებში“, - განაცხადა ერმაკმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები