უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 58 150 (+400) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 28.09-მდე: ტანკები – 2 312 (+6), ჯავშანტექნიკა – 4 889 (+8), საარტილერიო სისტემები – 1381 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 331 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 175 (+0), თვითმფრინავი – 262 (+2), ვერტმფრენები – 224 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 989 (+12), ფრთოსანი რაკეტები – 242 (+1). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 742 (+12), სპეციალური ტექნიკა – 131 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი ოკუპანტებმა ისევ კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადეს.