spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ძალიან ბევრი ადამიანი ხელით უჭირავთ, გუშინ მთელი დღე ამაგრებდნენ თავის უმრავლესობას, თქვენ არაფერი გემუქრებათო

“ქართულ ოცნებას” ეგზისტენციალური პრობლემა უდგას, ძალიან  ბევრი ადამიანი ხელით უჭირავთ, გუშინ განცხადება რომ გავაკეთე, მთელი დღე ამაგრებდნენ თავის უმრავლესობას, თქვენ  არაფერი გემუქრებათო“, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, უმრავლესობიდან რამდენიმე  ადამიანის გასვლა ჩამოშლის ივანიშვილის პარტიას და ქვეყნისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი იქნება. 

 

“გიჟი არ ვარ, როდესაც ამ ოთხ ადამიანზე ვლაპარაკობ, ოღონდ ამ ოთხის გარდა,  ცხადია სხვებიც არიან, მათაც ვეუბნები, რომ ნუ გგონიათ, რომ ვიღაცები ჩირგვებში დაიმალებით, მიკროფონს არ ჩართავთ და ყველაფერი კარგად იქნება, ისტორია შეგაფასებთ, როგორც ქვეყნის მოღალატეებს, მე ხელს გიწყობთ,  რომ ცოტა აზრზე მოხვიდეთ, თავები გაანძრიოთ. არავინ არცერთ პარტიაში არ გეპატიჟებათ, გეპატიჟებით მხოლოდ, რომ ქვეყნის სასარგებლო გადაწყვეტილება ერთხელ მაინც მიიღოთ – დაშალეთ რუსული ოცნების უმრავლესობა.

 

საუბარია  დაახლოებით 10 ადამიანზე, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩამოშლის უმრავლესობას და აღარანაირი პრობლემა რომ ქვეყანაში ცვლილებები განხორციელდეს, აღარ იქნება. ეს ეგზისტენციალური პრობლემა “ქართულ ოცნებას” უდგას, ძალიან  ბევრი ადამიანი ხელით უჭირავთ, გუშინ განცხადება რომ გავაკეთე, სათითაოდ ელაპარაკებოდნენ ჩიგოგიძეს, დალაქიშვილს, ისკო დასენს და ანტონ ობოლაშვილს. გუშინ მთელი დღე ამაგრებდნენ თავის უმრავლესობას, თქვენ არაფერი გემუქრებათო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ქართული ოცნების“ მილიონერ წარმომადგენლებს გუშინ მოსალოდნელ სანქცირების საფრთხის გათვალისწინებით, “ივანიშვილის მხილებისა“ და უმრავლესობის დატოვებისაკენ მოუწოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები