ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა პრემიერ-მინისტრის და კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად გამოაცხადა.
სუნაკის თქმით, ბრიტანეთი ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას.
“არჩევანი, რომელსაც ჩვენი პარტია ახლა გააკეთებს, გადაწყვეტს, ექნება თუ არა ბრიტანელების მომავალ თაობას წინა თაობაზე მეტი შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ მინდა, ვიყო თქვენი მომავალი პრემიერ-მინისტრი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი. მსურს ჩვენი ეკონომიკის გამოსწორება, ჩვენი პარტიის გაერთიანება და წარმატებები ჩვენს ქვეყანაში“, – წერს სუნაკი “ტვიტერზე”.
სუნაკმა უკვე უზრუნველყო 100-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერა და პრემიერის პოსტზე მეორე კანდიდატია, პირველი კი ბრიტანეთის თემთა პალატის ლიდერი პენი მორდონატი იყო.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წინა არჩევნებში სუნაკმა ლიზ ტრასთან წააგო, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.
გამოკითხვების მიხედვით, ბრიტანელები პრემიერ-მინისტრობის ყველაზე შესაფერის კანდიდატად სწორად სუნაკს მიიჩნევენ.