spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლიზა იასკო – ძალიან ცოტა ადამიანს აქვს პატივისცემა ამ ადამიანის სიცოცხლის მიმართ და არის ბევრი ინტრიგა

ძალიან ბევრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზირებას ახდენს ეს ახლა არაფრით არ ეხმარება მიხეილ სააკაშვილს, –  ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ბევრი სააკაშვილს სახელს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. 

 

“ძალიან ბევრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზირებას ახდენს. მე ვარ პოლიტიკოსი უკრაინაში, მაგრამ არასდროს მომივა თავში, რომ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია  ჩემი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენო, ეს არის ამორალური და არაეთიკური. რასაც ვუყურებ, ძალიან ცოტა ადამიანს აქვს პატივისცემა ამ ადამიანის სიცოცხლის მიმართ და არის ბევრი ინტრიგა მის მიმართ. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი შოკი. არ შეიძლება იყოს გაუთავებელი საუბარი მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე საქართველოში, ეს ახლა არაფრით არ ეხმარება მიხეილ სააკაშვილს. 

 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე უნდა ილაპარაკონ მხოლოდ ადვოკატებმა და პოლიტიკასთან ახლოს არ მყოფმა პირებმა. ამაზე უნდა ილაპარაკონ ექსპერტებმა.  სხვა შემთხვევაში, ეს საკითხი გახდება უკიდურესად პოლიტიზირებული და მიხეილ სააკაშვილის ინტერესების მიღმა“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები