spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თემურ ჯანაშია – ყველაფერი რომ უსისხლოდ წარიმართა, ამის მიზეზი ისიც იყო, რომ პრეზიდენტი შევარდნაძეც არ იყო ძალიან ნეგატიურად განწყობილი ცვლილებების მიმართ

ყველაფერი რომ უსისხლოდ წარიმართა, ამის მიზეზი ისიც იყო, რომ პრეზიდენტი შევარდნაძეც არ იყო ძალიან ნეგატიურად განწყობილი ცვლილებების მიმართ, – აცხადებს ვარდების რევოლუციიდან 19 წლის თავზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი და პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია.

 

მისი თქმით, ვარდების რევოლუციის დღეს ის  პრეზიდენტ შევადნაძის  დაცვაში იყო.  “რევოლუციები ჩვენ სხვაგვარი გვახსოვს ისტორიიდან. კი,  რევოლუცია ამას ერქვა და რევოლუციური სცენარით წავიდა, მაგრამ კარგი იყო,  რომ ეს ყველაფერი  უსისხლოდ წარიმართა.   ვთვლი, რომ ამის მიზეზი ისიც იყო,  რომ პრეზიდენტი შევარდნაძეც არ იყო ძალიან ნეგატიურად განწყობილი ცვლილებების მიმართ, მაგრამ ის ადამიანი უკვე თავის გარემოცვის მძევალი გახდა“, – განაცხადა ჯანაშიამ. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და შევარდნაძეს შორის რევოლუციის  შემდეგ „კოლეგიალური“ ურთიერთობა შენარჩუნდა. 

 

“პრეზიდენტ შევარდნაძეს მიმოწერაც ჰქონდა, მე მიწევდა შუამავლად ყოფნა. ორივეს ნდობა მქონდა. მე რა თქმა, უნდა არ ვკითხულობდი მის შინაარსს. ავადმყოფობის დროს ხშირად დაინტერესებულა და რამდენიმეჯერ ჩვენ შევთავაზეთ თვითმფრინავით გერმანიაში გადაყვანა. იყო ის მიზეზი, რომ არ იყო ამის საჭიროება, რეალურად არ უსარგებლებია ამით. თუმცა რაღაც თხოვნები იყო, რასაც მიხეილ სააკაშვილი ითვალისწინებდა. მოდით, ასე ვთქვათ, ყველანი ადამიანები ვართ, მიხეილ სააკაშვილიც, ისევე როგორც ედუარდ შევარდნაძე არჩეული იყო ქართველი ხალხის მიერ, შესაბამისად რაღაც  კოლეგიალობაც არსებობდა ამ ადამიანებს შორის“, – განაცხადა ჯანაშიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები