spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინამ კიდევ 80 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, შესაძლებელი გახდა დაღუპული დამცველების ცხედრების უკრაინაში დაბრუნება. საუბარია 80 სამხედრო მოსამსახურეზე.

 

“დღეს 80 დაღუპული დამცველის ცხედარი დაბრუნდა სახლში. ცხედრების გადმოსვენება უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოხდა რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისრის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით“,- აღნიშნავს სამინისტროს პრესსამსახური.

 

მისივე ცნობით, დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენება ჟენევის კონვენციების ნორმების შესაბამისად ხდება. დამცველების ცხედრებს ღირსეული დაკრძალვისთვის ოჯახებს გადასცემენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები