spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – ეს ისტორიული შანსია, ახლა მოქმედების დროა

საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“70 წელიწადზე მეტი ხნის წინ, ევროპულმა ერებმა, სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, თავისუფალმა ევროპულმა ერებმა გადაწყვიტეს, გააერთიანონ ძალები, რათა ისაუბრონ ერთხმად, რომ დაიცვან მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება ევროპაში. ამ დროისთვის ჩვენ გვყავს 27 წევრი სახელმწიფო და ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაეფართოვებინათ ევროპა. ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი არის საქართველო.

 

საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.

 

ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი, ამიტომ, ახლა მოქმედების დროა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები