spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაცია ხორციელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაცია ხორციელდება.

 

ა(ა)იპ ბორჯომის ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის” სამსახურმა უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაცია და ყურის კლიპით მარკირების მომსახურების შესყიდვაზე  ელექტრონული ტენდერი 2023 წლის 22 მარტს გამოაცხადა. ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ა(ა)იპ ბორჯომის ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის” სამსახური მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად ახდენს. დაჭერილი ცხოველები თავშესაფარში სპეციალური ავტოტრანსპორტით გადაჰყავთ. რის შემდეგაც, ხდება მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინარული მომსახურების გაწევა, მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით (დაბირკვა) და რეგისტრირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება.

 

ა(ა)იპ ბორჯომის ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის” სამსახურის მიერ 4 მაისიდან დღემდე გორში გადაყვანილია 98 ძაღლი, მათგან ერთს დაუდასტურდა ლეიშმანიოზი, ხოლო 7 ძაღლი იმყოფება გორში პროცედურების ჩასატარებლად.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები