spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბლინკენი – ჩინეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს იარაღს არ გადასცემს

ჩინეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ აწვდიან და არც მომავალში გადასცემენ რუსეთს იარაღს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

 

“ახალი არ არის ის, რომ ჩინეთი ბოლო კვირების განმავლობაში ამბობს და იმეორებს არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ბევრ სხვა ქვეყანასთან, რომ ისინი არ აწვდიან და არც გაუწევენ სასიკვდილო დახმარებას რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად, და ეს არის მნიშვნელოვანი ვალდებულება და მნიშვნელოვანი პოლიტიკა“, – განაცხადა ბლინკენმა.

 

ამავე დროს, ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ახლა შეშფოთებულია ჩინეთის კერძო კომპანიების მიერ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გადაცემის შესაძლებლობით. ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთი მიწოდება შესაძლოა, “აშკარად იყოს მიმართული უკრაინაში რუსეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე“.

 

“ეს არის შეშფოთების საგანი და მე მივუთითე ეს ჩვენს ჩინელ კოლეგებს და მოვუწოდე მათ სიფხიზლისკენ ამ საკითხში“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები