საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა კაბო-ვერდეს ნაკრები 85:60 დაამარცხა.
ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია აღმოჩნდა, რომელმაც 16 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა გოგა ბითაძემ – მას 15 ქულა, 11 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. ასევე ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე სანდრო მამუკელაშვილს (10 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა).
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 28 აგვისტოს, სლოვენიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.