spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისში დღეს ევროკავშირის მხარდამჭერი მარში გაიმართება

დღეს თბილისში მსვლელობა “შენი ხმა ევროკავშირს” გაიმართება. მსვლელობა 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მოეწყობა. ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

 

“8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა. მაგრამ, მთავარი ჯერ კიდევ წინაა. დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერია, უნდა გადაწყვიტოს საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

 

ქართველი ხალხის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, როგორც მანამდეც, ევროკავშირს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა და გავაგონოთ ჩვენი ხმა.

 

შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, სტუდენტსა თუ პენსიონერს, საჯარო მოხელეს თუ პოლიტიკოსს, ვისთვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია, გიწვევთ, რომ თქვენი ხმა შეუერთოთ სხვებს და საკუთარი წვლილი კიდევ ერთხელ შეიტანოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

 

მარში 9 დეკემბერს, შაბათს, რესპუბლიკის მოედნიდან, 14 საათზე დაიძვრება ევროპის მოედნისკენ.

 

P.S. არ დაგავიწყდეთ, თან იქონიოთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ან უბრალოდ დიდ ფურცელზე დაწერილი თქვენი სათქმელი ევროკავშირისთვის”, –  აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

მსვლელობას უერთდებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. არ უერთდება “ქართული ოცნება”. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები