spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინათინ ბოკუჩავა – მინდა დაგიდასტუროთ მზაობა და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტის ინიციატივაში

მინდა დაგიდასტუროთ მზაობა და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მონაწილეობა მივიღოთ თქვენს ინიციატივაში, რადგან ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და მაშასადამე, ეროვნული ინტერესი,  – განაცხადა ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომელიც  „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნას შეეხება.

 

თინათინ ბოკუჩავას თქმით, დღეს ის არ უპასუხებს „უსაგნო და უსაფუძვლო ბრალდებებს“, რომელიც 12 წელია, ისმის, არამედ ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ქართველი ხალხის წინაშე დგას. 

 

“ჩვენი ვალია, ვიმუშაოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის, ვემსახუროთ ქართველ ხალხს და ქვეყნისთვის საჭირო ცვლილებები მოვიტანოთ, მაგრამ ცხადია, ამ ცვლილებებისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება იმისთვის, რომ დავამარცხოთ სიღარიბე და დავასრულოთ კორუფცია. ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება იმისთვის, რომ დავამარცხოთ უმუშევრობა და შევქმნათ მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები. ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება იმისთვის, რომ ემიგრანტები სამშობლოში დავაბრუნოთ“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

 

ფრაქციის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების წინადადებით მიმართა.

 

“ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი შეგიძლიათ ითამაშოთ თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო და ამით, საქართველოს ისტორიაში შეხვიდეთ თქვენი გამბედაობით და სახელმწიფოებრივი ხედვით, რომელიც პირად განწყობებზე მაღლა დგას. დღეს ქვეყნის ევროპული და მაშასადამე, ეროვნული ინტერესია ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იყოს თავისუფალი და არა პოლიტიკური ტყვე. თქვენ შეგიძლიათ ამ ისტორიული უსამართლობის დასრულება, საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ერთი ნაბიჯით ევროპასთან დაახლოება“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები