spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში, ზედა ჩუბინიძეების უბანში მეწყრული პროცესები განვითარდა. უხვი ნალექის შედეგად მთიდან მიწის მასა ჩამოიშალა. ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან, რის შემდეგაც გაირკვევა რა ღონისძიებები გატარდება.

 

მეწყრული პროცესი განვითარდა სოფელ რცხილათის დამაკავშირებელ გზაზეც, სადაც ქვაღორღია ჩამოსული. 

 

გადაუღებელმა წვიმებმა ნაპრალები გაააქტიურა ე.წ. ვაკე ტყეების მაღაროებზეც. უსაფრთხოების მიზნით “ჯორჯიან მანგანეზმა“ სამი მაღარო დროებით დახურა.

 

“მთლიანად ეს უბანი მეწყრულია, ვცდილობთ ყველანაირად ყველაფერს. მოსახლეობასთან ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია, რომ რაიმე სავალალო მდგომარეობა არ განვითარდეს. ველოდებით გეოლოგიურ დასკვნას: ეს უბანი უნდა გავასახლოთ თუ გამაგრებითი საშუალებები გავაკეთოთ“, – განაცხადა ჭიათურის მერის წარმომადგენელმა ტარიელ ჩუბინიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები