spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში “რამშტაინის ჯგუფის ფორმატის“ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ “რამშტაინის ჯგუფის ფორმატის“ რიგით 26-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ გახსნა. მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს სიტყვით აშშ-ის ახალმა თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა მიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება განიხილეს და უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის საჭიროებებზე იმსჯელეს.

ამ ფორმატის შეხვედრები, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 26-ე შეხვედრას გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები