თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცი მოკლეს.
მას სავარაუდოდ, ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
არსებული ინფორმაციით, ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.
ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს