უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, 17-დან 18 მარტამდე, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსმა ოკუპანტებმა დაკარგეს 1560 ჯარისკაცი, 20 ჯავშანტექნიკა და 3 საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 897 010 (+1560) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 18.03.24: ტანკები – 10 352 (+8), ჯავშანტექნიკა – 21 509 (+20), საარტილერიო სისტემები – 24 640 (+42), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1319 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1107 (+3), თვითმფრინავები – 370 (+0), ვერტმფრენები – 331 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 29 616 (+149), ფრთოსანი რაკეტები – 3121 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 40 892 (+107), სპეციალური ტექნიკა – 3780 (+2).