მთაწმინდის პარკში კალაძის პრეზენტაციაზე მისულმა “ოცნების” დეპუტატმა გია ვოლსკიმ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტო ჟურნალისტს გამოგლიჯა, რის შედეგადაც სურათი გაიხა.
ვოლსკი ჟურნალისტების კრიტიკულმა შეკითხვებმა გააღიზიანა. შეკითხვაზე, ექმნება თუ არა მას დისკომფორტი კალაძის პრეზენტაციაზე მისვლით, ვოლსკიმ უპასუხა: “შენ არ გრცხვენია? სად გაიზარდე? თქვენ ახალგაზრდა ხართ და თქვენი კოლეგის ცხედართან უზნეო ცეკვა გაქვთ დიდებთან ერთად”.
მთაწმინდის პარკში კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელების პარალელურად აქცია გაიმართა.