spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ავთანდილ ჭრიკიშვილი – ხდება ასეთი რაღაცები, ყველას შეიძლება შეემთხვას, ვერ მოიქცეოდა ზვიადაური სხვაგვარად

ზურას გვერდზე დგას მთლიანად სპორტული სამყარო, – ამის შესახებ ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ზურაბ ზვიადაურის ქმედება აუცილებელი მოგერიება იყო.

 

ჭრიკიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოკლული ნიკა კენჭოშვილს ოჯახს მიუსამძიმრა.

 

“ხდება ასეთი რაღაცები, ყველას შეიძლება შეემთხვას. ვერ მოიქცეოდა ზვიადაური სხვაგვარად, ბუჩქებში გაქცეულიყი და დამალულიყო, ბიჭს ძმა მოუკლეს. 90 პროცენტი ეთანხმება ამას, რომ ასე მოიქცეოდა. მეც იგივენაირად მოვიქცეოდი. იქითა მხარეს არ ვიცნობ.

 

ასეთი რამე რომ შეგემთხვევა, ძნელია. აფექტში იყო ზურა. დაღუპული ძმა მიიყვანა საავადმყოფოში, ტიროდა. იცოდა, რომ გარდაცვლილი იყი და ყვიროდა ფრთხილად გადაიყვანეთ ხელი არ მოტეხოთო.

 

სასამართლოშიც ვთქვი და ვახსენე, ისეთი ბიჭია ზურა, არ გაიქცევა, არ მიიმალება, ისეთი გულიანია, ყველა მაგასთან მივდიოდით თუ რამე დაგვჭირდებოდა. ცოდოა ეს ბიჭი, ვიცი როგორიც არის. არ არის ეს ადამიანი ვინმესთვის საშიში. 41 წლის კაცია და ძაან ახლოს ვიცნობ, ცოდოა. თვითონ ძალიან განიცდის, ადამიანი მაგის ხელიდან მკვდარია და ამაზე ორჯერ მეტად ნერვიულობს”, – განაცხადა ავთნდილ ჭრიკიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები