spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალუდა ღუდუშაური და მამუკა ხაზარაძე პარლამენტში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე და “ქართული ოცნების” დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ერთმანეთს დაუპირისპიდნენ.

 

სიტყვიერი დაპირისპირება ალუდა ღუდუშაურის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს მიმართა, გაეხსენებინა, როგორ ხდებოდა სესხების გაცემა სააკაშვილის დროს.

 

“ხოდა ახლა უტიფრობას დაანებეთ თავი”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

 

სიტყვიერ დაპირისპირებაში დეპუტატები – ბადრი ჯაფარიძე და მიხეილ ყაველაშვილიც ჩაერთნენ, თუმცა ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.

 

დაპირისპირების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები