spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს ხავიერ კოლომინას  შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ნატოს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს.

 

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ნატოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

 

ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში და ქვეყნის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა, აგრეთვე, მიმოიხილეს რუსეთის აგრესია უკრაინაში და მისი მძიმე შედეგები რეგიონისთვის.

 

ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ნატოში გაწევრიანების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი. ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია.

 

მისი თქმით, ნატო გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები