ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში ეკონომიკურზე უფრო პრობლემური იქნება ის რეპუტაციული ზიანი, რაც შეიძლება მიიღოს ქვეყანამ, – ამის შესახებ Front News-ს “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
მისი თქმით, თუ სანქციები საქართველოს ან ქვეყნის გავლენიან პირებს დაუწესდება, ამით ქვეყანა ავტომატურად დაზარალდება.
“თუ ივანიშვილი დასანქცირდება, ქვეყანას ნებისმიერ შემთხვევაში მიადგება ზიანი, რადგანაც ეს არის რეპუტაციული პრობლემა, რასაც შემდეგ ეკონომიკური ზიანიც მოყვება და პოლიტიკურიც. ზოგადად, როდესაც შენს ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირებს, ან მმართველი პარტიის პირველ პირებს ასანქცირებენ, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების გაჩერებით მიღებულ ზარალზე უფრო პრობლემურია ქვეყნის რეპუტაციული ზიანი, რაც ნიშნავს შენ ავტომატურად რუსეთის მხარეს მყოფი გამოდიხარ. ის, რომ საქართველოს მთავრობა აღმოჩნდეს დასანქცირებული, ეს იქნება ყველაზე დიდი ზიანი, რომლის ჩამორეცხვა კარგა ხნის განმავლობაში გაგვიჭირდება“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.