უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში კონტრიერიშზე გადავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა პოზიციები დატოვეს.
ამავდროულად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პრაქტიკულად “გაუწყვიტეს“ რუსეთის ჯარებს კავშირი ყირიმთან ხიდებზე დარტყმების სერიით.
უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის გათავისუფლება დღეს დაიწყეს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ “დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის” 109-ე პოლკის მებრძოლებმა ხერსონის მახლობლად პოზიციებიდან უკან დაიხიეს. რუსი მედესანტეები, რომლებიც მათ ფარავდნენ, ასევე გაიქცნენ ბრძოლის ველიდან.
უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის რაიონში განადგურდეს საბრძოლო მასალის საწყობები, სამხედრო ტექნიკა და მტრის საჰაერო თავდაცვა.