spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაზა გოგავა – რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, მიიღებს შესაბამის პასუხს

რუსეთი საბჭოთა კავშირის  სამართალმემკვიდრეა, რასაც აკეთებდნენ ისინი ცუდს, ყველაფერს იმეორებენ, – ამის შესახებ გენერალ-მაიორმა ზაზა გოგავამ ბირთვული საფრთხის შესახებ განაცხადა. 

 

მისი თქმით, დასავლეთმა კარგად იცის, თუ რუსეთს დაუთმობენ, ის კიდევ უფრო მეტს მოითხოვს.  

 

“არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი საბჭოთა რეჟიმის სამართალმემკვიდრეა, ისინი ცუდს რასაც აკეთებდნენ, ამ ყველაფერს იმეორებენ რუსები, ისინი ყოველთვის ახდენდენ ცივილიზებული სამყაროს შანტაჟირებას ამ თავისი ბირთვული პოტენციალით, ბირთვული არსენალით. რა უნდა გააკეთოს სამყარომ,  რუსეთს ყველაფერი უნდა დაუთმოს? თუ დღეს რამეს რომ დაუთმობენ, დაკმაყოფილდება ამ მიღებულით და გაჩერდება? დღეს მოითხოვს უკრაინას, ხვალ პოლონეთს, ზეგ ევროპაში მოუნდება შესვლა, ეს მსოფლიომ იცის საბჭოთა კავშირიდან. რა უქნა საბჭოთა კავშირმა შუაგულ ევროპას, მას შემდეგ რაც კაპიტულაცია გამოაცხადა გერმანიამ, ყველას ახსოვს, რომ არა მარშალის გეგმა, აშშ და ბრიტანეთი, ის კედელი სად იქნებოდა კაცმა არ იცის, რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, მიიღებს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები