spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ობოლაძე – სცენარი, სადაც რუსეთი გამარჯვებული გამოდის, არ არსებობს, ეს იცის ყველამ

სცენარი, სადაც რუსეთი გამარჯვებული გამოდის, არ არსებობს, ეს იცის ყველამ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, რუსეთისათვის გამარჯვების მომტანი ვერც მობილიზაცია გახდება და ვერც ბირთვული იარაღის გამოყენება. 

 

“მობილიზაცია რუსეთისთვის უფრო დიდი პრობლემა იქნება, სამხედრო თვალსაზრისით ამ ტექნოლოგიების ომში, უბრალოდ  ხალხის მასა მას არ დაეხმარება, მაგრამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას ლოჯისტიკის თვალსაზრისით.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთი ამ ომს აგებს, სამწუხაროა და ტრაგიკულია,  ის რომ ამ ომს აგებს უკრაინელი ხალხის სისხლის ფასად, მაგრამ არ არსებობს არცერთი სცენარი, სადაც რუსეთი რამეს იგებს, ბირთვული სცენარიც რომ იყოს და ეს არის კატასტროფა, უბრალოდ, სცენარი, სადაც რუსეთი გამარჯვებული გამოდის, არ არსებობს. ეს იცის ყველამ“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები