spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – “ქართული ოცნება” არ ამბობს, რომ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატს აირჩევს

ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატები საუკეთესოები არიან, მაგრამ “ქართული ოცნება“ არ ამბობს, რომ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატს აირჩევს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.  

 

მისი თქმით, მმართველი ძალა მის მიერ შემოტანილი წესის გამოყენებით მისთვის სასურველი კანდიდატის არჩევას ცდილობს. 

 

“მათ მიერ მოგონილი კრიტერიუმებით ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატები საუკეთესოები არიან, მაგრამ “ქართული ოცნება” არ ამბობს, რომ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატს აირჩევს. განცხადება გააკეთეს, ერთპროცენტიანსაც და უმაღლესი შეფასების მქონესაც ჩვენთვის ერთნაირი მნიშვნელობა აქვს. მაშინ რატომ მოიგონეს ეს ბუღალტერია, რატომ შემოიტანეს? იმიტომ შემოიტანეს, რომ მათ ჰქონდეთ არჩევანი, არ შევთანხმდეთ ერთ კანდიდატზე და ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატის სახელით აირჩიონ მათთვის მისაღები ფასადური კანდიდატი”, – განაცხადა მანჯგალაძემ.  

 

სახალხო დამცველობის კანდიდატებს პარლამენტის ბიუროს დღეს წარუდგენენ. 

 

სახალხო დამცველის პოსტის მოსაპოვებლად 19 კანდიდატი იბრძვის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები