spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მუმლაძე – როგორც ახლა, შეშინებული და გაფითრებული გარბოდა ვიღაც აბრამიშვილი, ასე გაიქცევიან ეს ლაჩრები

ჩვენ ვიქნებით აქტიურები და როგორც ახლა, შეშინებული და გაფითრებული გარბოდა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი, ვიღაც აბრამიშვილი, ასე გაიქცევიან ეს ლაჩრები, –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  ერთი თვით გადადების მოთხოვნა არის ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის განაჩენი. 

 

“ბიძინა ივანიშვილის  თავის ხელით კი არ აკეთებს ამ ბოროტებას,  აკეთებს ამ ჯალათების ხელით. ყველა ჯალათს მივმართავ, აუცილებლად მოგეთხოვებათ, კანონის ფარგლებში დაისჯებით. შემკვეთიც და შემსრულებელიც დაისჯება უმკაცრესად. მივმართავ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, გულანთებულ პატრიოტებს, რომლებსაც არ უნდათ, რომ იცხოვრონ რუსეთის ქვეშ. ჩვენ ვემზადებით, რომ მოგვიწევს ცივი დღეების და ღამეების ქუჩაში გატარება. ამ ფორმალური პროცესებით ცდილობენ გადააგორონ ახალი წლები, შემდეგ უკვე დაუძლურებულ და პრაქტიკულად, მკვდარ მიხეილ სააკაშვილზე რამე გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ. 

 

მისი თქმით, არ აპირებენ ამ განაჩენის  შეგუებას და  მოუწევთ „ცივი დღეების და ღამეების ქუჩაში გატარება“. “დავდგებით ყველგან,  სადაც საჭირო იქნება, პრეზიდენტის სასახლე იქნება თუ ბიძინას სასახლე.  ჩვენ ვიქნებით აქტიურები და როგორც ახლა, შეშინებული და გაფითრებული გარბოდა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი ვიღაც აბრამიშვილი, ასე გაიქცევიან ეს ლაჩრები. 

 

მიხეილ სააკაშვილს გადავარჩენთ, ეს არის ჩვენი პიროვნული და ეროვნული ღირსების საქმე, საქართველო არასდროს არ იქნება რუსეთი!  დაელოდეთ ჩვენს მოწოდებას, ვიქნებით 10? ვიბრძოლებთ 10, ვიქნებით 100? – ვიბრძოლებთ 100, ვიქნებით 100 000? – ვიბრძოლებთ 100 000“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები