წალენჯიხაში, სოფელ მუჟავაში 40 წლის მამაკაცმა მამას სცემა.
დაშავებული მამაკაცი მიყენებული დაზიანებებით კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები ბლაგვი საგნითაც ჰქონდა მიყენებული.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
საქმეზე გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ახალგაზრდა მამაკაცი დაკავებულია.