უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 156 120 (+590) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 09.03.2023-მდე: ტანკები – 3 441 (+5), ჯავშანტექნიკა – 6 736 (+13), საარტილერიო სისტემები – 2 465 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 488 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 254 (+1), თვითმფრინავი – 303 (+0), ვერტმფრენები – 289 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 098 (+9), ფრთოსანი რაკეტები – 873 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 331 (+1), სპეციალური ტექნიკა – 237 (+1).