spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი – ვერავინ მომიყვანს ვერცერთ ციტატას, სადაც ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერები რაიმეს ანტიდასავლურს ამბობენ

ვერავინ მომიყვანს ვერცერთ ციტატას, სადაც ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერები რაიმეს ანტიდასავლურს ამბობენ, მაგრამ თუ ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერები კითხვას სვამენ ზოგიერთი პოლიტიკოსების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ეს ჩვენი ლეგიტიმური უფლებაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანმა “იმედის” ეთერში განაცხადა.  

 

“ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი, რომლის მოსაზრებითაც ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის პრობლემა, ხოლო დავით კეზერაშვილი არის ამ ქვეყნის კეთილი მომავალი, არ უნდა აღიქვამდეს, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას რომ გავაკრიტიკებთ, რომ ვიტყვით, რომ ეს არის ინსტიტუციის დაზიანება, ევროპარლამენტს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, არ უნდა იყოს ასე მტკივნეულად აღქმული იმიტომ, რომ ეს მარტო ჩვენი აღქმა არ არის, ეს მილიონობით საქართველოს მოქალაქის აღქმაა. ეს არის ობიექტური რეალობა, რომელსაც ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს. 

 

წარმოუდგენელია, ევროპული ქალაქებიდან არჩეულ დეპუტატებს  უკეთესი წარმოდგენა ჰქონდეს იმაზე, თუ რა ხდება პირობითად, ზუგდიდში, გურჯაანში ან ლაგოდეხში. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენ ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც გვაკისრია, მაგრამ ვერ მოვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას და ვერ დავახუჭინებთ თვალს იმაზე, თუ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში და ეს არის პრობლემა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჯერაც კი ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს აქვს მცდარი და არასწორი შეფასება იმისა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე და სამწუხაროდ, ამის ფონზე უჭირთ იმ პროგრესის დანახვა, რომელიც 2012 წლის შემდგომ არის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები