spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა. ის ცენტრს პირველი იანვრიდან აღარ უხელმძღვანელებს.

 

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე 5 წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო  პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა. 

 

აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან.  

 

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისთვის, მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კი მხარდაჭერისთვის და  ჩემს საქმიანობაში მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. 

 

ყოველთვის ვიქნები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დიდი გულშემატკივარი. მცირე შესვენების შემდეგ კვლავ გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში”, – წერს სოფიო გორგოძე.

 

სოფო გორგოძე გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2018 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები