spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნანა გაბელია აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს ივენ კალს შეხვდა.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და მათი სამოქმედო არეალის გაფართოებაზე ისაუბრეს, ასევე სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები დაგეგმეს.

 

შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია, მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, აშშ-ის საელჩოს გრანტების მენეჯერი თამუნა ხერგიანი, გაცვლითი და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი თათა თოდრია და ინგლისური პროგრამების კოორდინატორი ლიკა გუმბერიძე ესწრებოდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები