ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს ჯერ სატვირთო შეეჯახა, რის შემდეგაც მიკროავტობუსი მეორე სატვირთოს დაეჯახა.
დაღუპული მიკროავტობუსის მძღოლია, დაშავებულები კი მგზავრები არიან. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).