spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს გაჭირვებაზე, ივანიშვილზე და პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება თავისუფალი

მე დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს გაჭირვებაზე, ივანიშვილზე და პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება თავისუფალი, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება.

 

“ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, საარჩევნოდ უზრუნველყოფილი იყოს მინიმალურად ობიექტური, სამართლიანი გარემო, რაც ნიშნავს, რომ მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი უნდა იყოს თავისუფალი. 

 

იმისთვის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს თავისუფალი, სალომე ზურაბიშვილმა რომ მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება, ვაგროვებთ 100 000-ზე მეტ ხელმოწერას და ხედავთ, რომ ფაქტობრივად რიგები დგას, სადაც ადამიანები ხელს აწერენ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. მე დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს გაჭირვებაზე, ივანიშვილზე და პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება თავისუფალი“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რეგიონებში სიარულს და ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ. როგორც თავად აცხადებენ, აღნიშნული ხელმოწერები გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები