spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალეკო ელისაშვილი – რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი

“რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ”, – ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.

 

ელისაშვილის თქმით, მან ნეკნის მოტეხილობა მიიღო.

 

“უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში წერეთელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბის განყოფილებაში, იქ ნორმალური გარემო იყო. მოვედი, კლინიკაში შევემოწმე, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი”, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

ალეკო ელისაშვილი გუშინ აქციაზე პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და რუსთაველის ტერიტორიიდან გაიყვანეს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები