spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადვოკატი – ლაზარე გრიგორიადისს რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად, გონებაც დაკარგა ცემის მომენტში, დაზიანებები არის თვალსაჩინო

ადვოკატ ეკა ქობესაშვილის თქმით, დღეს აქციაზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად, მას აქვს დაზიანებები სახისა და თავის არეში.

 

“დაკავების დროს მოხდა ლაზარეზე ფიზიკური ანგარიშსწორება. სცემეს ის. აქვს დაზიანებები სახის და თავის არეში. აქვს თავის ტკივილები. ასევე, ხელები აქვს დაზიანებული. დროებითი მოთავსების იზოლატორში, სანამ მოხდა მისი შესახლება, რამდენიმე საათის განმავლობაში მას ხელბორკილები ჰქონდა მჭიდროდ მოჭერილი და აქვს ეს დაზიანებები, რაც წარმოადგენს, რა თქმა უნდა, დარღვევას. ეს არის არაადამიანური მოპყრობა.

 

რაც შეეხება დაზიანებებს, არის თვალსაჩინო და ძირითადად არის სახის არეში და თავის არეში. მას რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად. გონებაც დაკარგა ცემის მომენტში, არ ახსოვს რაღაც მომენტები, მაგრამ ამ ეტაპზე არის ექიმის მიერ ნახული”, – განაცხადა ქობესაშვილმა. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები