spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი ცქიტიშვილი – ასეთი მოშლილი ხელისუფლება აღარც რუსეთს და არც ჩინეთს არ უნდა

ასეთი მოშლილი ხელისუფლება აღარც რუსეთს და არც ჩინეთს არ უნდა. ჩინეთი არ ჩადებს ფინანსებს იმ ხელისუფლების პირობებში, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ვითარების დასტაბილურება არ შეუძლია, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 26-მა დღემ სრულიად შეცვალა ხელისუფლების ვითარება.

“ფაქტია, რომ საქართველოში ამ 26-მა დღემ სრულიად შეცვალა ვითარება, სრულიად შეცვლილ ხელისუფლებას ვხედავ, რომელიც აბსოლუტურად მიტოვებულია ყველასგან და თუ დააკვირდებით, რუსეთისგანაც კი არ ისმის მათი მხარდამჭერი განცხადებები. ასეთი მოშლილი ხელისუფლება აღარც რუსეთს, არც ჩინეთს არ უნდა. ჩინეთი არ ჩადებს ფინანსებს იმ ხელისუფლების პირობებში, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ვითარების დასტაბილურება. გაზაფხულამდე ძალიან გაუჭირდებათ მათ თავიანთი სისტემა მართონ. დრო უკვე მათ წინააღმდეგ მუშაობს.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ფაქტი არის, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობა იზოლაციაში აქცევს “ქართული ოცნების” რეჟიმს, ეს არის მოცემულობა”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები