შესაძლებელია, “ოცნებას” მოლოდინი ჰქონდა, რომ ორბანი მიეხმარებოდა ტრამპთან ურთიერთობის მოგვარებაში, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნება” ხვდება, რომ 20 იანვრიდან ვერაფერს ვერ მოაგვარებენ.
“შესაძლებელია, “ოცნებას” მოლოდინი ჰქონდა, რომ ორბანი მიეხმარებოდა ტრამპთან ურთიერთობის მოგვარებაში, სინამდვილეში, მას თავისი გასჭირვებია ახლა და ცოტა არ იყოს ჩიხურია მათი მდგომარეობა, ხვდებიან და ჩანს უკვე, რომ ისინი 20 იანვრიდან ვერაფერს ვერ მოაგვარებენ და ამიტომაც, ახალი თარიღები უნდათ.
მალე შეიძლება გამოცხადდეს, რომ ტრამპმაც ვერ დაძლია “დიფ სთეისი” და შეიძლება, ახალი თარიღი დაასახელონ, რომ გადააწყონ მოლოდინები”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.