spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ალან ბერსე – ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “შეცვლილი გარემოებების გამო” მისი მთავრობა აღარ აპირებს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მას ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა.

როგორც ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ალენ ბერსემ ირაკლი კობახიძესთან 3 თებერვალს გამართული სატელეფონო საუბრისას “უცხოური გავლენის“ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილა.

“ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მისი მთავრობა აღარ აპირებს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ან „უცხოური გავლენის“ კანონში ადრე განხილული ცვლილებების შეტანას. თუმცა, მან კვლავ დაადასტურა საქართველოს ვალდებულება, გააგრძელოს ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა სამთავრობათაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. გენერალურმა მდივანმა ასევე სინანულით აღნიშნა ქართული მხარის გადაწყვეტილების შესახებ. მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის, ასევე პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციის გამო. ახლა ამოცანა არის საქართველოს მთავრობის მიერ კურსის ცვლილების შედეგად შექმნილი ახალი ვითარების გავლენის შეფასება. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება.

ევროსაბჭოს როლია, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები. ამ მიზნით, გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ, ევროპის საბჭოს რამდენიმე ორგანო ეწვია საქართველოs მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, წამების პრევენციის კომიტეტი (CPT), ადამიანის უფლებათა კომისარი და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები