spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რუმინეთის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი თანამდებობიდან გადადგა.

“იმისათვის, რომ დავიცვა რუმინეთი და რუმინელი მოქალაქეები ამ კრიზისისგან, არასაჭირო და ნეგატიური განვითარებისგან, მე ვტოვებ რუმინეთის პრეზიდენტის თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 12 თებერვალს. ღმერთმა დალოცოს რუმინეთი“, – განაცხადა იოჰანისმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება იოჰანისმა მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა მისი თანამდებობიდან გადაყენება უკვე მესამედ მოითხოვეს.

იოჰანესის რიგით მეორე საპრეზიდენტო ვადა გასული წლის 21 დეკემბერს გავიდა, თუმცა, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების ანულირების გამო, ის თანამდებობას დროებით, ახალი არჩევნების გამართვამდე იკავებდა.

რუმინეთში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2025 წლის 4 მაისს, ხოლო მეორე ტური კი 18 მაისს გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები