პროტესტი გრძელდება, ვერც დაჭერებმა, ვერც პროპაგანდამ და ვერც ჯარიმებმა ხალხის ნება ვერ გატეხა და ვერც გატეხს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინდელმა დაკავებებმა გამოიწვია ის, რომ დღეს აქციაზე მეტი ხალხი მივიდა.
“ხელისუფლება ყოველ წამს ეძებს, როდის შეუძლია იძალადოს. თუ განცდა ექნებათ, რომ ბევრი ადამიანი არ არის, ჰგონიათ, რომ პროტესტი მორჩა, სინამდვილეში, ერთ-ერთი ყველაზე ჯიუტი და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც არსად წავა. გუშინდელმა გამხეცებულმა დევნამ გამოიწვია ის, რომ დღეს უფრო მეტი ადამიანი მოვიდა და უფრო მალე გადაიკეტა რუსთაველი.
პროტესტი გრძელდება. ვერც დაჭერებმა, ვერც პროპაგანდამ და ვერც ჯარიმებმა ხალხის ნება ვერ გატეხა და ვერც გატეხს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
76-ე დღეა, მოქალაქეები რუსთაველზე ხელახალ არჩევნებსა და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ.