spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – სანამ მე პოლიტიკაში ვარ, ჩემი პოზიცია 20 ივნისთან დაკავშირებით იქნება ისეთი, როგორიც იყო

იმ ღამეს 20 ივნისს, რაც იქ მოხდა, ამაზე პასუხისმგებელი ვარ მე. დროის საკითხია, ყველა ყველაფერს გაიგებს, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ პოლიტიკაში იქნება, მისი პოზიცია 20 ივნისთან დაკავშირებით იქნება ისეთი, როგორიც იყო.

“განსაკუთრებით დღეს, მას შემდეგ,  რაც რუსთაველზე ხდება, 20 ივნისის საკითხი სულ უფრო და უფრო მკაფიო და ნათელი ხდება საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის. უნდა გვესმოდეს, ერთი რამ, რომ მე არასოდეს იმ ინფორმაციებს, როდესაც ვფლობდი მაშინ, როცა მაღალ თანამდებობაზე ვიყავი, არ გამოვიყენებ, განსაკუთრებით პოლიტიკურ ბრძოლაში პოლიტიკური დივიდენდების დასამარცხებლად იმიტომ, რომ უამისოდაც დავამარცხებთ. ჩემი თანმიმდევრულობა მდგომარეობს იმაში, რომ სანამ მე პოლიტიკაში ვარ, ჩემი პოზიცია 20 ივნისთან დაკავშირებით იქნება ისეთი, როგორიც იყო.

იმ ღამეს, რაც იქ მოხდა, ამაზე პასუხისმგებელი ვარ მე. დროის საკითხია, ყველა ყველაფერს გაიგებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები