spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – ველურები და ქაჯები არიან, გამოვლენ მერე და დაგიწყებენ სამშობლოზე და ღირსებაზე საუბარს

პუტინს რომ მიელოცა ბიძინასთვის დაბადების დღე, გაუხარდებოდა, მაგრამ მეეჭვება, პუტინს დაერეკა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მან სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს რუსული ტაქტიკაა.

“პუტინს, რომ მიელოცა ბიძინასთვის დაბადების დღე, გაუხარდებოდა, მაგრამ მეეჭვება, პუტინს დაერეკა, შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკი დაურეკავდა და მიულოცავდა მისი სახელით. რუსეთიდან ბევრი ზარი ექნებოდა.

ველურები და ქაჯები არიან, გამოვლენ მერე და დაგიწყებენ სამშობლოზე და ღირსებაზე საუბარს. ტიპური რუსები არიან. რასაც სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ და უყვიროდნენ, ეგ არის რუსული ტაქტიკა. სამარცხვინო ამბავია. ამ სირცხვილიდან ყველა ერთად უნდა ამოვიდეთ. რომ ვიძახით, რომ ქვეყანა არ გარუსდება, პირველ რიგში, ეგაა რუსული ქცევა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები