თქვენთან ვიქნები დღეს ფილარმონიასთან! დედებს ვერავინ, ვერასოდეს ვერ გვაჯობებს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“დედებო, გილოცავთ დედის დღეს, გილოცავთ თქვენ ვისი შვილები უსამართლოდ პატიმრობაში იმყოფებიან და თქვენთან ვიქნები დღეს ფილარმონიასთან! დედებს ვერავინ, ვერასოდეს ვერ გვაჯობებს, ვერ გაგვაჩუმებს” , – წერს სალომე ზურაბიშვილი.
თბილისში, ფილარმონიასთან 20:00 საათზე დედების მარშია დაგეგმილი.