spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს

წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად ხვალ წარედგინება. 

 

ამ დროისთვის ზურაბ ზვიადაური თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

 

“ამ ეტაპზე ორივე დაკავებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია დაცვის სტრატეგიიდან გამოდინარე არ ვთვლი და არ მიმაჩნია სწორ პოზიციად, მაშინ როდესაც სრულად არ არიან გამოკითხული მოწმეები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები საქმის დეტალებზე საჯარო სივრცეში საუბარი. ბრალის წარდგენა მოხდება ხვალ”, – აცხადებს ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.

 

წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად მოკლულია სამი და დაჭრილია სამი ადამიანი. გარდაცვლილებს შორისაა ოლიმპიური ჩემპიონის ძმა. 

 

ზურაბ ზვიადაურის გარდა, ორმხრივი სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები