ოლიმპიურ ჩემპიონსა და პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მას ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.
პროცესზე ზვიადაურმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ზურაბ ზვიადაური კახეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზეა დაკავებული.