spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ეკლესია გატეხეს და შანდალი მოიპარეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში არსებული ეკლესია უცნობმა პირებმა გატეხეს. არსებული ინფორმაციით, ტაძარი დაარბიეს და მხოლოდ შანდალი მოიპარეს.

 

ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტის, მეუფე გიორგის თქმით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ასევე სოფლის სასაფლაოებზე არსებული საგნებიც მოიპარეს.

 

დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არკვევენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები